ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

10.06.24 19:22
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა -  კაისა ოლონგრენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების, ტექნოლოგიების გაცვლის, შვეიცარიაში გასამართი გლობალური სამშვიდობო სამიტისა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

აღვნიშნე ნიდერლანდების ინიციატივა, პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების ერთობლივი გადაცემის შესახებ. ასევე, ჩვენ F-16-ების სწრაფ მიღებას ველით, რაც ხალხისა და ინფრასტრუქტურის დაცვას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

მსგავსი სიახლეები