ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენეციაში და მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსული "საჰაერო ტერორის პირობებში", გადაუდებელი გადაწყვეტილებები უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება.
უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ აპირებს შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე ეწვევა სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნიან.