ბაიდენის ადმინისტრაციამ „აზოვისთვის“ იარაღის მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

11.06.24 10:48
ბაიდენის ადმინისტრაციამ „აზოვისთვის“ იარაღის მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

The Washington Post-ის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა „აზოვისთვის“ შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. 

გამოცემის ცნობით, ათწლეულის განმავლობაში მოქმედი აკრძალვა -ამერიკული წვრთნისა და იარაღის გამოყენებაზე მას შემდეგ გაუქმდა, რაც დაზვერვის ინფორრმაციით,  არ აღმოჩნდა  არცერთი მტკიცებულება ამ დანაყოფების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.

„ფრთხილი განხილვის შემდეგ, მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა "აზოვმა" გაიარა ლიჰის შემოწმება“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, როდის მოიხსნა აკრძალვა, ან მიიღო თუ არა „აზოვმა“ ამერიკული იარაღი.

მსგავსი სიახლეები