რუსეთს თავდაპირველად შემოაქვს განხეთქილება, შემდეგ კი ომს იწყებს - ზელენსკის სიტყვა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე

11.06.24 13:42
რუსეთს თავდაპირველად შემოაქვს განხეთქილება, შემდეგ კი ომს იწყებს - ზელენსკის სიტყვა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე

უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჭიროებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვიდრე პუტინს აქვს შესაძლებლობა, უკრაინაზე იერიშები ავიაბომბებით მიიტანოს, მას აფრ ექნება ინტერესი, სამართლიანი მშვიდობა ეძებოს. 

ომში მყოფმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს კონკრეტულ ქვეყანაში ჯერ განხეთქილება შეაქვს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ ომს იწყებს, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში მოხდა. 

ამ ომში არის წინააღმდეგობის რამდენიმე ფაზა, ფრონტი, ეკონომიკური მხარდაჭერა, პოლიტიკა და ბრძოლა ხალხის მოტივივაციითვის. რუსეთს თავდაპირველად შემოაქვს განხეთქილება შემდეგ კი იწყებს ჰიბრიდულ ომს - რაც ვნახეთ მოდლოვასა და საქართველოში. ამის შემდეგ კი იწყებს ომს, რასაც ახლა ვუყურებთ უკრაინის შემთხვევაში. უკრაინამ ამ ორი წლის მანძილზე აჩვენა, რომ შეუძლია განდევნოს რუსული ჯარის საკუთი მიწიდან, საჰაერო თავდაცვის სისტემების დამხარებით ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ რუსული რაკეტები და თვითმრინავები, რუსეთი ყოველ დღე იყენებს 100-მდე ავიაბომბას და ვიდრე მას არ წავართმევთ ამ შესაძლებელობას, პუტინს არ ექნება ინტერესი, ეძებოს სამართლიანი მშვიდობა, - განაცხადა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია იმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძეც ესწრება.