უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს მივაწვდით - შოლცი

გერმანია უკრაინას საჰაერო თავდავის სისტემებსა და საბრძოლო მასალებს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცმა ევროკავშირის ქვეყნებს ასევე უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა.
უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს უახლოესი კვირეების და თვეების განმავლობაში მივაწვდით. უკრაინის არმიის ყველაზე აუცილებელი საჭიროება ახლა საბრძოლო მასალაა - იარაღი და განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებია. ამიტომ, უახლოესი კვირების და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემას, IRST და Gpard-ის დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს გადავცემთ. ძლიერი და თავისუფალი ევროპული უკრაინა რუსულ იმპერიალიზმს დაამარცხებს, - განაცხადა შოლცმა.