ევროპარლამენტში "ოცნების" მხარდამჭერი პრორუსი კლერ დეილი ვერ მოხვდა
ევროპარლამენტში "ოცნების" მხარდამჭერი პრორუსი კლერ დეილი ვერ მოხვდა - დეილი, ცნობილია იმით, რომ საკუთარ გამოსვლებში გამუდმებით იზიარებს რუსეთის, ჩინეთის, ირანის, სირიისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების სამთავრობო ნარატივებს. ამასთანავე, დეილი ევროპარლამენტში ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი იყო.
კლერ დეილიმ, ირლანდიელ კოლეგა მიკ უოლასთან ერთად, 23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას ქართული ოცნების ნარატივი გაიზიარა და გამომსვლელი უმრავლესობის განცხადებებს გაემიჯნა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ნაბიჯს უარყოფითად აფასებდნენ.