რუსეთმა კიევს რაკეტებით შეუტია - უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედა

12.06.24 10:04
რუსეთმა კიევს რაკეტებით შეუტია - უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედა

ოკუპანტებმა კიევზე კომბინირებული იერიში მიიტანეს - როგორც უკრინის სამხედრო ძალები იტყობინებიან, პასუხად ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ირკვევა, რომ რუსეთმა კიევს სამხრეთიდან შეუტია ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

კიევში თითქმის მთელი ღამე საჰაერო განგაში მოქმედებდა.

მსგავსი სიახლეები