თითქმის გადაწყვეტილია, ვინ დაიკავებს ევროკავშირის წამყვან თანამდებობებს - Politico
უკვე თითქმის გადაწყვეტილია, ვინ დაიკავებს ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს. ინფორმაციას Politico რვა ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
- Politico-ს მიხედვით, თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდება:
- ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს.
- პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანტონიო კოსტა ევროსაბჭოს პრეზიდენტად მოიაზრება.
- რობერტა მეცოლა კი ევროპარლამენტის ხელმძღვანელად განიხილება.
- რაც შეეხება ესტონეთის პრემიერ კაია კალასს, გამოცემის ცნობით, ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს.
გამოცემის ცნობითვე, , შეთანხმების საბოლოო მონახაზი ლიდერების არაფორმალურ ვახშამზე 17 ივნისს შეჯერდება. რაც შეეხება ოფიციალურ შეთანხმებას, ამის შესახებ 27-28 ივნისის ანუ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდგომ გახდება ცნობილი.