შტატები უკრაინას კიდევ ერთ სისტემა "პატრიოტს" გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში კიდევ ერთი "პატრიოტის" სისტემის გაგზავნას მხარი დაუჭირა.
New York Times-ის ცნობით, გადაწყვეტილება გასულ კვირას, მაღალი დონის შეხვედრებისა და დებატების შემდეგ მიიღეს.
როგორც საერთაშორისო გამოცემა წერს, მეორე სისტემა უკრაინას პოლონეთიდან მიეწოდება. ის შეიძლება განლაგდეს უკრაინაში მომდევნო რამდენიმე დღეში იმის მიხედვით, თუ რა მოვლას ან მოდიფიკაციას მოითხოვს.