უკრაინამ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყა

12.06.24 16:41
უკრაინამ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა. საბრძოლო მასალა სამ რაიონში აფეთქდა, სადაც საზენიტო-სარაკეტო სისტემები იყო განთავსებული. 

დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.