თავდასხმა ზუკა ბერძენიშვილზე - Amnesty International-ის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებები აქტივისტებზე ძალადობას "მწვანე შუქს უნთებს"

ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა - საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ათობით მსგავსი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა, სადაც მას ხელისუფლების წევრების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს.
როგორც Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშევი აცხადებს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს მათ კრიტიკოსებზე თავდასხმები.
„ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რომელიც დაუსჯელი დარჩება
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მიერ თავის მოჩვენებით, თითქოს კრიტიკა, რომელსაც ისინი აწყდებიან, ძალადობრივი ანტისახელისუფლებო შეთქმულების ნაწილია.
მათ მიერ მზარდად გამკაცრებული ზომების გამოყენება პოლიტიკური უთანხმოების საპასუხოდ არის არა თავდაცვა, არამედ თავდასხმა ადამიანის უფლებებზე და ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა.
ხელისუფლების კრიტიკა, რაც არ უნდა მკაცრი იყოს, არის დაცული სიტყვის თავისუფლებით და ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია გაუძლოს მაღალი დონის კრიტიკასა და დაკვირვებას“, – აცხადებს დენის კრივოშევი.
გუშინ, სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნან და ფიზიკურად გაუწორდნენ. "სირცხვილიას" ერთ-ერთ დამფუძნებელს ჩასაფრება საცხოვრებელ სახლთან მოუწყვეს.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაცია "სირცხვილია", ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.