ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს.
მედიის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა სომხეთის პარლამენტის შენობასთან, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. სამართალდამცველებმა სცადეს, დემონსტრანტები პარლამენტის ღობიდან მოეშორებინათ და ამ მიზნით ხმოვან-მანათობელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.