რუსული სარაკეტო თავდასხმა კრივოი როგზე - დაიღუპა 9 ადამიანი, დაშავდა 30-ზე მეტი

13.06.24 09:59
რუსული სარაკეტო თავდასხმა კრივოი როგზე - დაიღუპა 9 ადამიანი, დაშავდა 30-ზე მეტი

რუსეთმა კრივოი-როგი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა - უკრაინულ ქალაქზე მოწყობილი იერიშების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია.

13 დაშავებული ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ერთის უკიდურესად მძიმე.

მშობლიურ ქალაქზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას მაღალტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა მიაწოდონ.

14 ივნისს კრივოი როგმა გლოვის დღე გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები