G7 სამიტი დაიწყო - შეხვედრას ზელენსკი ესწრება

G7 summit-ის სხდომა დაიწყო. შეხვედრა იტალიაში იმართება, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება.
სამიტის ფარგლებში გაფორმდება უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება აშშ-სა უკრაინას შორის, რომელსაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი მოაწერენ ხელს.
ფოტოებს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ "ყოველი შეხვედრა ემსახურება იმ მიზანს, რომ უკრაინას გამარჯვების ახალი შესაძლებლობები მისცეს".
G7 სამიტი. უკრაინის, საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანი მშვიდობის აშკარა მხარდაჭერა. ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს და ვმატებთ ძალას ჩვენი სიცოცხლის დაცვას.
ყოველი შეხვედრა ემსახურება იმ მიზანს, რომ უკრაინას გამარჯვების ახალი შესაძლებლობები მისცეს. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის," - წერს ზელენსკი.