კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ქვეყანამ ფიზიკური და იურიდიული პირები დაასანქცირა.
სანქციები შეეხო მედიამენეჯერ არამ გაბერლიანოვის, რომელიც დგას რუსული LifeNews-ის პროექტების უკან, "Российская газета-ს", ტელეარხებს - "Таврия ТВ";"Мариуполь 2"; საიტ-ZaMediaს; Voice of Europe-ს რომელსაც ვიქტორ მედვედჩუკი აკონტროლებს.
ასევე, სიაში მოხვდა ავიაკომპანია "პობედა." სანქციები შეეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს, რომლებიც ომის მცდელობების მხარდასაჭერად, რუსეთს ძირითად ტექნოლოგიასა და ელექტრო კომპონენტებს აწვდიან.
გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები შეეხება იმ სუბიექტებსაც, რომლებიც ჩართულნი არიან [რუსეთისთვის დაკისრებული] სანქციების გვერდის ავლაში.