პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი რუსეთს არ დაუწყია

14.06.24 14:01
პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი რუსეთს არ დაუწყია

პუტინი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი რუსეთს არ დაუწყია. რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კიევმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში ომი თავად წამოიწყო, რადგან მათ დამოუკიებლობა სურდათ. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა. 

დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს ჰქონდათ უფლება, გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, მაგრამ კიევის რეჟიმმა მათ წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსეთის ფედერაციას არ დაუწყია ომი უკრაინაში, ეს იყო კიევის რეჟიმი, რომელმაც დაიწყო და აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს. ეს არის აგრესია, - განაცხადა პუტინმა.