პუტინი ვერ უკარნახებს უკრაინას სამშვიდობო პირობებს - ოსტინი

14.06.24 20:06
პუტინი ვერ უკარნახებს უკრაინას სამშვიდობო პირობებს - ოსტინი

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პირობები და დიქტატორი პუტინის განცხადება - ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის მესიჯბოქს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ეხმაურება.

ოსტინი ამბობს, რომ პუტინი პირობებს ვერ დააწესებს, რადგან სწორედ რუსეთის ჯარები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე.

პუტინს უკანონოდ აქვს ოკუპირებული უკრაინის სუვერენული ტერიტორია. ის ვერანაირად ვერ უკარნახებს უკრაინას რა უნდა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად.

ასობით ათასი მისი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა ამ უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმის დროს. მას შეუძლო ამის დასრულება დღეს, თუ ძალიან სურს. ჩვენ მას მოვუწოდებთ გააკეთოს ეს და დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია" - თქვა ოსტინმა ბრიუსელში, ნატოს ლიდერთან შეხვედრის დროს.

 დღეს, 14 ივნისს, პუტინმა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა,, ხოლო მეორე პირობად NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა დაასახელა.

    

მსგავსი სიახლეები