მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის იარსებებს და არც არავინ - დუგინი

"მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის იარსებებს და არც არავინ" - ამის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინიმ ტელეგრამ არხზე დაწერა.
პუტინის იდეოლოგის თქმით, რუსეთმა ყირიმი "უკრაინად" აღიარა და ყველა, ვისაც ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ექნებოდა, რუსეთი მუდმივად თავს ესხმოდა.
ოდესღაც "დნრ" და "ლნრ" [დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები] არ იყო ჩვენს დღის წესრიგში და ჩვენ ვაღიარეთ ყირიმი „უკრაინად“ და ვესხმოდით ყველას, ვინც სხვაგვარად ფიქრს გაბედავდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ხერსონის რეგიონსა და ზაპოროჟიეს შესახებ. ეს არის დიპლომატია და არსებობს გეოპოლიტიკის ცივი კანონები. მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის იარსებებს და არც არავინ." - წერს დუგინი.
წერს კრემლისა და პუტინის პროპაგანდისტი და იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი ტელეგრამზე.