რუსეთის კიბერშეტევებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ICC-ის პროკურორები იძიებენ- Reuters

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სავარაუდო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევებს უკავშირდება, გამოძიება დაიწყო.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს არის მსგავსი ტიპის პირველი გამოძიება, რომელიც არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერიოდს, არამედ 2015 წლიდან განვითარებულ მოვლენებს მოიცავს.
საერთაშორისო გამოცემის ცნობით, ICC-ის პროკურორები იკვლევენ სულ მცირე ოთხ ფართომასშტაბიან კიბერშეტევას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კერძოდ, სწავლობენ რუსი ჰაკერების ჯგუფის საქმიანობას, რომელიც ცნობილია როგორც Sandworm;
Reuters-ის ცნობით, 2022 და 2023 წლებში სწორედ მათ გაუგზავნეს ICC-ს კონფიდენციალური ინფორმაცია უკრაინის ენერგეტიკის წინააღმდეგ ხუთი კიბერშეტევის შესახებ, რაც შეიძლება წარმოადგენდეს ომის დანაშაულს.