უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაში ჩავიდა - ზელენსკი "მშვიდობის გლობალურ სამიტში" მონაწილეობას მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაში ჩავიდა - ვოლოდიმირ ზელენსკი "მშვიდობის გლობალურ სამიტში" მონაწილეობას მიიღებს.
როგორც ზელენსკი წერს, სამიტი იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად კონკრეტული მქედითი ნაბიჯები გადაიდგას.
წინ არის აქტიური მუშაობის ორი დღე ქვეყნებთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებთ - უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.
მშვიდობის სამიტი გლობალურ უმრავლესობას შესაძლებლობას მისცემს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოში: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, ომის ტყვეებისა და ყველა დეპორტირებულის დაბრუნება, მათ შორის უკრაინელი ბავშვების" წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, სამიტი 15-16 ივნისს გაიმართება, რომელსაც 100-მდე ქვეყანისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.