როსტოვში სამხედრო შტაბის უფროსის მანქანა ააფეთქეს
როსტობის ოლქის ქალაქ მილეროში ვადიმ სობესკის მანქანაა ააფეთქეს - ირკვევა, რომ ხანძრის გაჩენის დროს ავტომობილში შტაბის უფროსი, სამხედრო ნაწილის მეთაურის პირველი მოადგილე, ვადიმ სობესკი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სობესკიმ ავტომანქანის მართვისას სალონში კვამლი შენიშნა, გააჩერა და აფეთქებამდე გაქცევა მოასწრო.
როსტოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.