გადაწყვეტილება მიღებულია - როდის დაიწყება მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები?

მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება - გადაწყვეტილება მიღებულია. ორმა ქვეყანამ ყველააპირობა შეასრულა საიმისოდ, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
სწორედ 25 ივნის გაიხსნება პირველი ისტორიული სამთავრობოშორისი კონფერენცია, რომლითაც ოფიციალურად აიღებს სტარტს მოლაპარაკებები. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დიპლომატებმა ჩარჩო ფორმატი უკვე შეათანხმეს. საგულისხმოა ერთი გარემოებაც, ეს ხდება იქამდე, ვიდრე ევროკავშირის საბჭოოს თავმჯდომარეობას უნგრეთი გადაიბარებს, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ალიანსში მიღებას. საქართველოო კი ამ პროცსს ისევ ჩამორჩება.