შვეიცარიაში მშვიდობის სამიტი იწყება - ჟენევაში მსოფლიოს ლიდერები იმყოფებიან

15.06.24 10:37
შვეიცარიაში მშვიდობის სამიტი იწყება - ჟენევაში მსოფლიოს ლიდერები იმყოფებიან

შვეიცარიაში მშვიდობის სამიტი იწყება.  ჟენევაში მსოფლიოს ლიდერები იმყოფებიან. პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციბი ორი დღის განმავლობაში  უკრაინის მიერ ინიცირებულ ღონისძიებაზე ისაუბრებენ, რა უნდა გააკეთოს ცივილურმა სამყარომ პუტინის აგრესიის შესაჩერებლად. ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამხედრო ტყვეების გაცვლისა და იძულებით გატაცებული პირების დასაბრუნებლად.  

იქ სადაც მთელი მსოფლიო შეიკრიბება, არ იქნება საქართველოს მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი. ივანიშვილის გუნდი მოსაწვევების გარეშე დარჩა, სამაგიეროდ, ევროპაში დაპატიჟეს საქართველოს პროევროპული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

როგორც ზელენსკი წერს, სამიტი იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად კონკრეტული მქედითი ნაბიჯები გადაიდგას.

წინ არის  აქტიური მუშაობის ორი დღე ქვეყნებთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებთ - უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.

მშვიდობის სამიტი გლობალურ უმრავლესობას შესაძლებლობას მისცემს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოში: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, ომის ტყვეებისა და ყველა დეპორტირებულის დაბრუნება, მათ შორის უკრაინელი ბავშვების" წერს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები