მივესალმები შეთანხებას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე - მიშელი

15.06.24 13:47
მივესალმები შეთანხებას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე - მიშელი

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებას მიესალმება და ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას ჰპირდება.

„მივესალმები შეთანხების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. მოუთმენლად ველი ორივე ქვეყანასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციებს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ გაწევრიანების გზაზე“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

გადაწყვეტილება მიღებულია - მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები