მივესალმები შეთანხმების მიღწევას, უკრაინის და მოლდოვას მომავალი EU-შია - მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოებზე შეთანხმებას მიესალმება.
როგორც მეცოლა ამბობს, აღნიშნული ორი სახელმწიფოს მომავალი ევროპაშია.
მივესალმები ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უკრაინისა და მოლდოვას მომავალი EU-შია. ევროპარლამენტი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ორივე ქვეყანასთან გაწევრიანების მიმართულებით," - წერს მეცოლა.
გადაწყვეტილება მიღებულია - მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.