ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ - ზელენსკი შვეიცარიის სამიტზე
"ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს.
ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი მიესალმება შვეიცარიაში 2-დღიანი მშვიდობის გლობალური სამიტის დაწყებას და ამბობს, რომ სამიტი კარგი საშუალებაა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ და ქმედითი ნაბიჯების გადადმისთვის.
დღეს მშვიდობის გლობალური სამიტი იწყება რეგისტრირებული 100 სახელმწიფოთი და საერთაშორისო ორგანიზაციით, რომლებიც ყველა კონტინენტიდან და მსოფლიოს კუთხიდან ჩამოდიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პერსპექტივებს, მაგრამ გაერთიანებულნი არიან საერთაშორისო სამართლითა და ერთმანეთის პატივისცემით.
ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია, აფრიკა, ევროპა, წყნარი ოკეანე, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა - ყველა მათგანი იმყოფება. სამშვიდობო სამიტი საშუალებას აძლევს ყველა ქვეყანას მოისმინოს და გამოავლინოს გლობალური ლიდერობა.
ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს," - წერს ზელენსკი.