უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტები ვოლჩანსკის ქარხანაში ალყაში მოაქციეს - მედია

15.06.24 16:10
უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტები ვოლჩანსკის ქარხანაში ალყაში მოაქციეს - მედია

უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტები ვოლჩანსკის ქარხანაში ალყაში მოაქციეს  - ამის შესახებ უკრაინული ტელეგრამ არხები იტყობინებიან.

მათი ცნობით, რუსი ოკუპანტები, რომლებსაც ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკის აგრეგატების ქარხანა ჰქონდათ დაკავებული 2 დღეზე მეტია ტერიტორიიდან გასვლას ვერ ახერხებენ.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ზონა ინტენსიურად იბომბება უკრაინული არტილერიისა და ავიაციის მიერ. იწურება ასევე მედიკამენტებისა და საკვების მარაგი, დაჭრილი და მოკლული ოკუპანტების რაოდენობა კი იზრდება.