რუსეთის ბომბდამშენმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - რა რეაგირება ჰქონდა ქვეყანას

15.06.24 16:54
რუსეთის ბომბდამშენმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - რა რეაგირება ჰქონდა ქვეყანას

14 ივნისს, რუსულმა თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივცრე დაარღვია - დამრღვევმა რადიო-გაფრთხილებას არ უპასუხა, ამიტომ მის შესაჩერებლად Gripen-ის თვითმფრინავები გაიგზავნა.

შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, შვედურმა მოიერიშე თვიმთფრინავმა რუსული სამხედრო თვიმთმფრინავი დააკავა. 

საჰაერო ძალების უფროსის, იონას ვიკმანის თქმით, ინციდენტი შვედეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოვლინებაა. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა მომხდარს "მიუღებელი" უწოდა და განაცხადა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი რუსეთის საელჩოს ოფიციალურ პირებს საგარეოში დაიბარებს.

მსგავსი სიახლეები