6 თვიანი პაუზის შემდეგ, ქეით მიდლტონი საჯარო ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა

15.06.24 17:40
6 თვიანი პაუზის შემდეგ, ქეით მიდლტონი საჯარო ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა

ქეით მიდლტონი საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა - უელსის პრინცესა მისი ჯანმრთელობის გამო 6 თვე არ ჩანდა და დღეს, 15 ივნისს პირველად საჯარო ღონისძიებაზე იხილა ფართო საზოგადოებას.

მან ოჯახთან ერთად მონაწილეობა მიიღო მეფის, ჩარლზ III-ის დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობილ ცერემონიალში და ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს აივნიდან მიესალმა.

უელსის პრინცესას საჯარო ცხოვრებიდან გაუჩინარების მიზეზი მისი სამედიცინო დიაგნოზი იყო - 2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის.