უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს - ბორელი

15.06.24 17:44
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ბორელის თქმით, "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს".

მისი განმარტებით, პუტინის მოთხოვნები მიზნად მხოლოდ ერთს, უკრაინაში შეჭრის კანონიერად აღიარებას ისახავს.

პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

15 ივნისს, პუტინმა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა,, ხოლო მეორე პირობად NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა დაასახელა. 

მსგავსი სიახლეები