NATO-ში ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის საკითხი განიხილება - სტოლტენბერგი
რუსეთიდან და ჩინეთიდან მზარდი საფრთხის გამო ნატოში ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის საკითხი განიხილება. ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსში მიმდინარე კონსულტაციების თემაა რამდენი ბირთვული ქობინა უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში და რამდენი უნდა დარჩეს არსენალში. გენერალური მდივანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ოპონენტებმა კიევ ერთხელ დაინახონ, რომ ნატო ბირთვული ალიანსია.
ამასთან, სტოლეტენბერგი ამბობს, რომ ნატოს მიზანს მსოფლიოში ბირთვული იარაღის არარსებობა წარმოადგენს, თუმცა ვიდრე აღნიშნუი იარაღი არსებობს, ნატო ბირთვულ გაერთიანებად დარჩება. მისი თქმით, მსოფლიო, სადაც ჩინეთს და რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს, ხოლო ნატოს არა, გაცილებით საშიშია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ოფიციალური პირები არაერთხელ ბირთვული იარაღის გამოყენებით არაერთხელ დაიმუქრნენ.