უკრაინის დახმარებას თუ შევწყვეტთ, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდეს - ბერბოკი
"თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას არ გააგრძელებს, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდეს" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-სთან ინტერვიუში გააკეთა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომში ჩართული ქვეყნისთვის დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების არეალი გაფართოვდება და ომი ევროკავშირისა და NATO-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.
რთული დასათვლელია, რამდენის გადახდა დაგვჭირდება, თუ ჩვენ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა. უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი ჩვენგან შორს შევაკავოთ". - თქვა ბერბოკმა.