პუტინის ჩრდ. კორეაში ვიზიტი აჩვენებს, რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე - სტოლტენბერგი

"პუტინის ჩრდ. კორეაში ვიზიტი აჩვენებს, რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე" - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში უკვე გაგზავნა 1 მილიონი ჭურვი და იარაღის მიწოდების ნაკადი კვლავ გაგრძელდება.
"ეს აჩვენებს, რამდენად დამოკიდებულია პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე. მათი უახლოესი მეგობრები და რუსეთის ომის ძალისხმევის, აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 18-19 ივნისს ჩავა.