რუსეთში, დრონებით განხორციელებული შეტევის გამო, რამდენიმე ქარხანა ერთდროულად იწვის
აფეთქებების სერია რუსეთის ფედერაციაში - დრონებით განხორციელებული შეტევის გამო, რამდენიმე საწარმო ერთდროულად იწვის. ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ აზოვის რაიონშიც, სადაც საჰაერო იერიშის გამო მეთანოლის მწარმოებელი ქარხანა ცეცხლის ალშია გახვეული. თავდაპირველად ცეცხლი ადგილობრვი ტელეგრამ არხების ცნობით ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს გაუჩნდა, შემდგე კი მთელი ქარხნის ტეროტორიაზე გავრცელდა.