ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს? - შოლცი დარწმუნებულია, რომ EU-ს ქვეყნები სწრაფად შეთანხმებას შეძლებენ

18.06.24 12:27
ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს? - შოლცი დარწმუნებულია, რომ EU-ს ქვეყნები სწრაფად შეთანხმებას შეძლებენ

ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს? - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ EU-ს ქვეყნები სწრაფად შეთანხმებას შეძლებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სწრაფად განვითარდება. ყველა მოლაპარაკება, რომელიც მე გავმართე ბოლო კვირებსა და თვეებში, მიზნად ისახავს კონსტრუქციული გადაწყვეტის სწრაფად პოვნას. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც მხარს უჭერდა პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ისევ აქვს უმრავლესობა პარლამენტში, მჯერა, რომ შესაძლებელი იქნება გონივრული გადაწყვეტილების სწრაფად მიღება", - განაცხადა შოლცმა.

ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. საკითხი ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე, 17 ივნისს განიხილებოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს გერმანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტად განიხილება პორტუგალიელი ანტონიუ კოშტა, რომელსაც მხარს უჭერს ევროპარლამენტში მანდატების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფი სოციალისტების და დემოკრატების ფრაქცია.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად განიხილება ესტონელი კაია კალასი. რაც შეეხება ევროპარლამენტს, მას, სავარაუდოდ, კვლავ მალტელი რობერტა მეცოლა უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები