"ვიღებ მილოცვებს" - რუსულმა სასამართლომ გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

18.06.24 14:11
"ვიღებ მილოცვებს" - რუსულმა სასამართლომ გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის მე-2 დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად გაასამართლა და  უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გონჩარენკო რუსულმა სასამართლომ "დამნაშავედ" ცნო პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე „სამხედრო ფეიქების“ გავრცელებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილი), ტერორიზმის გამართლებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი) და სიძულვილის წაქეზებაში ძალადობის მუქარით (სსკ-ის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

"სასჯელში წერია, რომ სამი წელი ციხეში უნდა გავატარო, დანარჩენი შვიდი - საერთო რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, სამი წლით ამიკრძალეს საიტების ადმინისტრირება.
ვიღებ მილოცვებს! რუსეთში ნასამართლევი პირველი სახალხო დეპუტატი!" - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.  

 

მსგავსი სიახლეები