წყარო: აზოვის რაიონში დრონებით შეტევა SBU-ს სპეცოპერაცია იყო

18.06.24 15:46
წყარო: აზოვის რაიონში დრონებით შეტევა SBU-ს სპეცოპერაცია იყო

BBC უკრაინულ  წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აზოვზე დრონებით შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] სპეცოპერაცია იყო. 

წყაროს ინფორმაციით, დაზიანებულია ნავთობის 22 რეზერვუარი.  

შეგახსენებთ, აზოვის რაიონში აფეთქებების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს.

წელს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმები გახშირდა. BBC-თან უკრაინული სამსახურის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ უკრაინა „გააგრძელებს“ ამგვარი თავდასხმების განხორციელებას „და შეამცირებს მტრის ეკონომიკურ პოტენციალს“.

მსგავსი სიახლეები