ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა.
ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინი სიტუაციის განსამუხტავად ეწვია იერუსალიმს.
მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის შესახებ ახლა კონსულტაციებს გამართავს მინისტრთა მცირე ჯგუფთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტში იმყოფებოდნენ.
ომის კაბინეტს, რომელიც შეიქმნა 7 ოქტომბერს "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმიდან ხუთი დღის შემდეგ, ხუთი წევრი ჰყავდა: ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, ოპოზიციის ლიდერი ბენი განცი და ორი "დამკვირვებელი", რონ დერმერი და გადი ეიზენკოტი.