ესტონეთი მზადაა, უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხი განიხილოს - ელჩი

19.06.24 12:20
ესტონეთი მზადაა, უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხი განიხილოს - ელჩი

ესტონეთის მთავრობა მზად არის,  უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხი განიხილოს. ამის შეასახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა. ანელი კოლკის თქმით, ესტონეთვის ეს წითელი ხაზი არ არის. 

ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ. ჩვენთვის ეს არ არის წითელი ხაზი. იმედი გვაქვს ნატოს ან ევროკავშირის საერთო პოზიციის და ჩვენი ლიდერები, ვგულისხმობ, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს, ამაზე მსჯელობენ. მათ ახლახანს თქვეს, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია,- თქვა მან.

მსგავსი სიახლეები