სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმებულია - პუტინმა კიმ ჩენ ინს ლიმუზინი, ჩაის სერვიზი და "ადმირალის ხანჯალი" აჩუქა
რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, დოკუმენტი მრავალი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება.
ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი "სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას" უცხადებს რუსეთს უკრაინასთან მიმდინარე ომში.
კიმ ჩენ ინის შეფასებით, "ფხენიანისთვის რუსეთთან და რუსეთის ლიდერებთან სტრატეგიული კომუნიკაციის კიდევ უფრო გაძლიერება აუცილებელია"
პუტინმა და კიმ ჩენ ინმა რუსეთის საჩუქრებიც გაცვალეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის წერს, რომ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აჩუქა რუსული წარმოების ლიმუზინი - Aurus-ი, ჩაის სერვიზი და "ადმირალის ხანჯალი".
მეორე მხირვ, პუტინს გადაეცა სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მას ასახავს, მათ შორის ბიუსტები.
სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დოკუმენტი 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას, 2000 წლის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შეთანხმებას და 2000 და 2001 წლის მოსკოვისა და ფხენიანის დეკლარაციას ჩაანაცვლებს.