რუსეთსა და ჩრ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს - ლავროვი

19.06.24 17:12
რუსეთსა და ჩრ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს - ლავროვი

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.

ლავროვის თქმით, ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მიხედვით, ხელმომწერი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

ცნობისთვის, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, დოკუმენტი მრავალი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება.

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი "სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას" უცხადებს რუსეთს უკრაინასთან მიმდინარე ომში. 

კიმ ჩენ ინის შეფასებით, "ფხენიანისთვის რუსეთთან და რუსეთის ლიდერებთან სტრატეგიული კომუნიკაციის კიდევ უფრო გაძლიერება აუცილებელია".

პუტინმა და კიმ ჩენ ინმა რუსეთის საჩუქრებიც გაცვალეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის წერს, რომ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აჩუქა რუსული წარმოების ლიმუზინი - Aurus-ი, ჩაის სერვიზი  და "ადმირალის ხანჯალი".

მეორე მხირვ, პუტინს გადაეცა სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მას ასახავს, მათ შორის ბიუსტები.

სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დოკუმენტი 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას, 2000 წლის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შეთანხმებას და 2000 და 2001 წლის მოსკოვისა და ფხენიანის დეკლარაციას ჩაანაცვლებს.

მსგავსი სიახლეები