ნავალნის საქმე - დასანქცირებულია რუსეთის 13 მოქალაქე

კანადამ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, სიკვდილთან დაკავშირებული რუსეთის 13 მოქალაქე დაასანქცირა - ამის შესახებ განცხადება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ გააკეთა.
სანქციები დაუწესდათ, რუსეთის საგამოძიებო უწყების, სასჯელაღსრულების სამსახურისა და პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ნავალნის არასათანადო მოპყრობასა და სიკვდილში.
რადგან ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი ურთიერთდაკავშირებული კრიზისის პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ რუსების ძალისხმევაზე ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დღევანდელი სანქციები კიდევ უფრო გამოხატავს ძლიერ ფრონტს კრემლის მიერ ადამიანის უფლებების მუდმივი უხეში დარღვევისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობის წინააღმდეგ," - განაცხადა ჯოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს დაიღუპა.