ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან, სირიასა და ჩინეთთან კოალიციის შეკვრა სურს - კარპენტერი

ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან, სირიასა და ჩინეთთან კოალიციის შეკვრა სურს - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანმა განაცხადა.
მაიკლ კარპენტერი დარწმუნებულია, რომ რუსი დიქტატორის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში შემთხვევითი არ არის და მას კიმ ჩენინის თანამონაწილეობით პარტნიორობის გაღრმავება აქვს მიზნად დასახული.
კარპენტერის ეჭვებს ერთი დეტალიც აღრმავებს, პუტინმა და კიმ ჩენინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.