რუსეთის ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული - მოხდა დრონებით შეტევა
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიატენს - "ტელეგრამ არხზე" გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი აფიპსკის რაიონში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.
მომხდარს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო უარყოფს. რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ დრონით თავდასხმა ქალაქ სლავიანსკი-კუბანზე იყო, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი კერძო სახლს დაეცა და ქალი დაიღუპა.
ტამბოვის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ ეგოროვის ცნობით, აფეთქება იყო რასკაზოვსკის რაიონში, პლატონოვსკაიას ნავთობის ბაზაზე, სადაც ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
ეგოროვმა ასევე დაწერა, რომ დილით პერვომაისკის მუნიციპალურ ოლქში კიდევ ერთი თვითმფრინავის "ნარჩენები" აღმოაჩინეს. მისი მტკიცებით, დრონი ჰაერში აფეთქდა და მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთანავე, დრონებით ნავთობის ბაზაზე შეტევა იყო ადიღეს რესპუბლიკის სოფელ ენემში. გუბერნატორის თქმით, ცეცხლი, დაახლოებით, 400 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა, თუმცა შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.