რუსეთმა და ვიეტნამმა ბირთვული ტექნოლოგიების ცენტრის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
კორპორაცია „როსატომმა“ და ვიეტნამის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ ვიეტნამის ტერიტორიაზე ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს.
რუსული მედიის ცნობით, მემორანდუმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ გენერალური დირექტორი ალექსეი ევგენიევიჩ ლიხაჩოვი და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ ჰუინ ტანჰ დატი ცვლიან მემორანდუმს ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობის პროექტის განხორციელების გრაფიკის შესახებ“, - განაცხადეს დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე.