"ოცნების" ქმედებას შედეგები მოჰყვება - შაჰინი
გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, „ქართულ ოცნებას“, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუსას განაცხადა.
მისი თქმით, იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეს აშშ-დან დახმარებაზეც მოახდენს გავლენას.
„იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მითუმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება ნატოსკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ“, - ამბობს სენატორი.
ცნობისთვის, კონგრესში სენატორ ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილია ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მუდმივს ხდის.