რუსეთზე იერიშები 100-მდე დრონით მიიტანეს - სამიზნე აეროდრომი და ნავთობობიქტები იყო

21.06.24 14:54
რუსეთზე იერიშები 100-მდე დრონით მიიტანეს - სამიზნე აეროდრომი და ნავთობობიქტები იყო

გასულ ღამეს რუსეთის იეისკშზე დრონებით იერიშები გახორციელდა. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "ყირიმის ქარის" მონიტორინგის ჯგუფი სატელიტური სურათების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ხანძარი ასაფრენი ბილიკის აღმოსავლეთით, ბოლოში მდებარე მდებარე შენობების მიდამოში დაფიქსირდა. 

გარდა ამისა, იერიშები გახორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ილიინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც. "ყირიმის ქარი" ასევე მიუთითებს, რომ დრონებით თავდასხმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეც მოხდა, რომელიც ეკუთვნის PJSC Lukoil-Volgogradneftepererabotka-ს. ადგილობრივების თქმით, იმ ღამეს ვოლგოგრადში 40-მდე აფეთქება გაისმა.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 100-ზე მეტი დრონი გაანადგურა. კერძოდ, 70 უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, ოკუპირებულ ყირიმსა და შავ ზღვაზე, ხოლო კიდევ 43 ვოლგოგრადის რეგიონში გაანეიტრალეს. ასევე ვარაუდობენ, რომ განადგურდა უკრაინის საზღვაო ძალების ექვსი უპილოტო ნავი.

მსგავსი სიახლეები