აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

21.06.24 15:23
აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს - ინიციატორები რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი არიან.

კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით, რუსეთის მთავრობა ხელს უწყობდა და დღესაც უწყობს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს პოლიტიკური ოპონენტების და უცხო ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„რამდენიმე მიზეზის გამო, მოუთმენლად ველი კენჭისყრას ჩვენს კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას ითვალისწინეს. უპირველეს ყოვლისა, ეს აღიარება მნიშვნელოვნად გაზრდის შეერთებული შტატეაასქქ²ბის ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს პუტინის დასასჯელად მისი ბარბაროსული ქცევისთვის უკრაინაში და მისი დესტრუქციული ქმედებებისთვის აფრიკასა და მთელ მსოფლიოში, პუტინის რუსეთი არის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო და უკვე დიდი ხანია დროა, მოხდეს ამის ოფიციალურად, აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარება“, - ციტირებს მედია „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრეჰემს.

თავის მხრივ, „დემოკრატმა“ სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ „რუსეთმა დაიმსახურა ადგილი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების კლუბში უკრაინაში ძალადობისა და აგრესიის სასტიკი კამპანიის გაჩაღების გამო“.