რუსებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს

22.06.24 10:37
რუსებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს

რუსებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს - გავრცელებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში ორი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თანამშრომელი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. 

ლვოვის ოლქში, რუსული რაკეტა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეჯახა, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. 

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, "გენერატორებზე დატვირთვის შემცირების" მიზნით აღმოსავლეთ რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები გათიშეს.