აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს - მედია

22.06.24 11:59
აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს - მედია

შეერთებული შტატები რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს - ამის შესახებ, "ეხო კავკაზას" ცნობით, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებიც აღარ ექნებათ. დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი, ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც. 

რუსეთის ელჩის თქმითვე, აშშ-ის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს.